2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში მოქმედმა კაზინოებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 145.2 მილიონი ლარის სალიცენზიო მოსაკრებლები შეიტანეს – ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 20%-ით, ანუ 23.8 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
უფრო დეტალურად, მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 79,224,264 ლარი, ზრდა წინა წელთან 10%;
მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე – 65,990,009 ლარი, ზრდა წინა წელთან 33.8%.
აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადების გარდა კიდევ რამდენიმე გადასახადს იხდის, ესენია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა.
აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.

საინტერესო ინფორმაციაა, სად შეიძლება მოვიძიო მეტი დეტალი?
მომწერეთ პირად ფეისბუქ გვერდზე